Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=604623&print=yes&view=jobs
 
ბილინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის მენეჯერის პოზიციის კანდიდატურაზე.

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

https://www.orkin.com
https://www.orkinglobal.com/
https://www.orkin.ge

პირობები და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი სტანდარტული ბენეფიტებით.

შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს და მართოს ბილინგისა და ინვოისინგის პროცესები, პროცედურები და სისტემები
** აკონტროლოს მონაცემების ხარისხი და სიზუსტე
** აკონტროლოს და მართოს დებიტორული დავალიანების მართვის პროცესები
** უხელმძღვანელოს სამსახურის გუნდის სპეციალისტებს და საჭიროებისამებრ მხარი დაუჭიროს მათ
** დაატრენინგოს ბილინგის გუნდის სპეციალისტები და გააცნოს სიახლეები ბილინგის პროცედურებთან დაკავშირებით
** მუდმივად განავითაროს და გაამარტივოს ბილინგის პოლიტიკა და პროცედურები, დარგის საუკეთესო პარქტიკის, კომპანიისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად
** აღმოაჩინოს ბილინგის ეფექტურობისა და სიზუსტის გაუმჯობესების შესაძლებლობები და განსაზღვროს სტრატეგიები და ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად
** მუდმივად აკონტროლოს ბილინგის შიდა პროცედურები, იმისთვის რომ გააუმჯობესოს და დახვეწოს მათი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა
** ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან, როგორიცაა ფინანსები, მომხმარებელთა მომსახურება CRM, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბილინგის ეფექტურობა, სისწრაფე და სიმარტივე
** უპასუხოს ბილინგთან დაკავშირებულ კითხვებს სხვა კოლეგების მხრიდან (დირექტორები, CRM, ფინანსები, ბუღალტერია, სხვა) და საჭიროების შემთხვევაში მოაგვაროს პრობლემები
** უზრუნველყოს ბილინგის პროცესებში სიახლეების მოკვლევა და კომპანიისთვის საჭირო სიახლეების დანერგვა და ოპტიმიზაცია
** მოამზადოს და წარუდგინოს ანგარიშსწორების რეპორტი და ანალიზი დირექტორებს
** პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იგივე დეპარტამენტის უფროსი და უმცროსი სპეციალისტები
** პირაპირი ანგარიშვალდებულება იქნება კომპანიის გენ. დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით
** სასურველია ზოგადი გამოცდილება საოპერაციო და ადმინისტრაციული დატვირთვის როლში
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია Billing/Invoicing პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
** გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV https://wrk.ge/b1mG0tu9UB
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია