Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფროსტ სოლუშენი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
კომპანია "ფროსტ სოლუშენი" არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** საბანკო გადარიცხვების მომზადება და განთავსება ონლაინ ბანკინგში/Fina-ში
** შემომავალი ფულადი ბრუნვის აღრიცხვა Fina-ში და ექსლის ფაილში
** ინვოისების შედგენა მენეჯმენტის მოთხოვნის საფუძველზე და ყოველთვიური გადასახადების განთავსება ონლაინ ბანკინგში
** ხარჯთაღრიცხვა
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი - მენეჯმენტთან კომუნიკაცია
** კლიენტებთან ყოველთვიური შედარება/კომერციულ დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია
** Cashflow - ს წარმოება, დაგეგმარება, ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან
** Balance Sheet, P&L, ბრუნვითი უწყისების მომზადება ყოველთვიურად
** ზოგადი ფინანსური ინფორმაციის რეპორტინგი ყოველთვიურად
** დღგ ფაილის რეკონსილაცია/ანგარიშსწორება
** სახელფასო ფაილის მომზადება/განთავსება ონლაინ ბანკში
** RS.ge-ზე მუშაობა
** კომპანიის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა საგადასახადო კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** Fina/1C - მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური უნარები
** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული)
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის კარგი უნარი

პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი - 3, 000 ლარი ნეტი
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 - 17:00)
** სამუშაო ადგილი - თბილისი, კაიროს ქუჩა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურენოვანი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsalukvadze@frostsln.ge

გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე