Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=603415&print=yes&view=jobs
 
პროექტის Facebook ჯგუფის მოდერატორი/ფასილიტატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის Facebook ჯგუფის მოდერატორი/ფასილიტატორი
მომწოდებელი: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის Facebook ჯგუფის მოდერატორი/ფასილიტატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს მიზანი:

პოზიციის მიზანია აქტიური, ინკლუზიური და უსაფრთხო ონლაინ სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების სწავლებას, ჩართულობასა და გაძლიერებას, ცოდნის გაზიარების, რესურსების ორგანიზებისა და ჯგუფის აქტივობების შეუფერხებელი მართვის მეშვეობით. აღნიშნული მიზნად ისახავს ჯგუფის წევრების ციფრული და მეწარმეობის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

** პროექტის Facebook ჯგუფის მართვა და მონიტორინგი.
** ჯგუფის შინაარსის/კონტენტის მართვა: პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი თემატური რესურსების, სტატიებისა და სიახლეების გაზიარება (მაგ., TFGBV-სთან ბრძოლა, ციფრული უნარების განვითარება, ქალი მეწარმეების ხელშეწყობა).
** ყოველთვიური თემატური მასტერკლასების ორგანიზება: სესიებზე რეგისტრაციისა და შესაბამისი მასალების შესახებ ჯგუფის წევრებთან დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სამუშაო გეგმის/სტრატეგიის შემუშავება ჯგუფის წევრების ჩართულობის შესანარჩუნებლად და გრძელვადიანი აქტივობის დაგეგმვის მიზნით.
** ჯგუფის წევრებისთვის დამატებითი პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** ჯგუფის ჩართულობის მახასიათებლების მონიტორინგი და ანალიზი (მაგ. მონაწილეობა დისკუსიებში, მასტერკლასებზე დასწრება)
** Facebook ჯგუფის ვიზუალური მასალების შესაქმნელად დიზაინერებთან კომუნიკაცია.
** ჯგუფის ტექნიკურ საკითხებთან/პრობლემებთან დაკავშირებით მონაწილეების დახმარება და ჯგუფური აქტივობების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.
** დისკუსიებში, გამოკითხვებსა და კითხვა-პასუხის სესიებში ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

** განათლება: სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების, ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართლებით.
** სოციალური პლატფორმების მართვის გამოცდილება
** სამუშაო გამოცდილება: არასამთავრობო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება

სამუშაო ადგილი: თბილისი, არასრული (30%) განაკვეთი, დისტანციური

ორგანიზაცია: აღნიშნული პოზიცია გამოცხადებულია პროგრამის "უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ხორციელდება "მერსი ქორფსის", "სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა (CSD)" და "გავლენის ინოვაციების ინსტიტუტის" (IMINI) თანამშრომლობით.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) არის მიუკერძოებელი და ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაცია. CSD წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე ანალიტიკურ კვლევით ცენტრს საქართველოში. ჩვენი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობის, ადამიანის თავისუფლების, პატივისცემის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ჩვენი ძირითადი მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება; მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა. მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა მოიცავს: კვლევას, კონსულტაციას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

განაცხადის ინსტრუქციები: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (პორტფოლიო/Facebook ჯგუფის ბმული ან შესაბამისი რესურსი), ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@csd.org.ge 25 დეკემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია