Робота для біженців з України
მიკრო დაკრედიტების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე თბილისის სერვის ცენტრებში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2024 წლის 11 იანვარი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://mbc.com.ge/ge/vacancies და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.

მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან", შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.

ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.

ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე