Робота для біженців з України
იურისტი - საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი - საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

თანამდებობის დასახელება - საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 2660 ლარი

სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
** სამართლის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

ფუნქციები:

** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში;
** უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი ინიციატივების მომზადებას;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო აქტების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში და არსებული საერთაშორისო აქტების გადახედვის პროცესში დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად;
** მონაწილეობს სხვა სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზაში კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და მათი მონიტორინგის პროცესში;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის პროცესში საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის/ შესრულების მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების დაგეგმვის პროცესში;
** კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მონაცემების/სტატისტიკის და შესრულების ინდიკატორების ანალიზს;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების მონიტორინგის, მათი ეფექტიანობისა და შედეგების შეფასების პროცესში;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კვლევების ჩატარების, არსებული ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლის, ანალიზის პროცესში და რეაგირების სტრატეგიის დასახვაში გამოვლენილი ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;
** მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის პროცესში;
** ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების დარგში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და ინიცირებას უკეთებს კანონმდებლობაში მის ეფექტურ იმპლემენტაციას;
** ამზადებს დეპარტამენტიდან გამავალი კორესპონდენციის პროექტებს;
** ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა საკონკურსო განაცხადი 2024 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით აიტვირთოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების ვებგვერდის - http://www.hr.gov.ge ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/90627?active=1

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასევე მითითებულ ბმულზე.

გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ http://www.hr.gov.ge - ზე წარდგენილ განაცხადებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე