დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ITMC
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"ITMC" ჯგუფი ჰოლდინგული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ლოგისტიკური სერვისების გამწევ კომპანიებს. ჯგუფი 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. სერვისები მოიცავს როგორც საერთაშორისო გადზიდვებს, ისე სასაწყობე სერვისებს და საბროკერო მომსახურებას.
კომპანია მოწინავეა ქართულ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის, რომელიც მუდმივად ვითარდება და მუშაობს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რითიც წვლილი შეაქვს ლოგისტიკური სექტორის განვითარებაში.
გუნდი ეძებს ახალ წევრს პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ დამწყებ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს სურვილი განვითარდეს და დაეუფლოს ლოგისტიკურ სფეროს.
ძირითადი მოვალეობები:
** დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება/დამუშავება CRM-ში
** ახალი დამკვეთების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის კლიენტებთან გრძელვადიანი და სანდოობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულის უზრუნველყოფა
** შეკვეთების კონტროლი და დამკვეთთან უწყვეტი კომუნიკაცია კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის საბაზისო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** აქტიური და მიზანდასახული
კომპანია გთავაზობთ:
** ლოგისტიკური მიმართულების სპეციფიკაციების შესწავლას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სამოტივაციო საბონუსე სისტემას;
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
პირობები:
** სამუშაო დრო: 10:00-18:00
** კორპორატიული დაზღვევა
** კვირაში 35 სამუშაო საათი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა #9
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@itmc.com.ge. Subject: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
ვაკანსია აქტიურია 15 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
|
|