დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ-ფუდი
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.
შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე:
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
ანაზღაურება: 1100 + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს მერჩენდაიზერის საქმიანობას:
** დახლმაცივარში პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების პრიორიტეტების გათვალისწინება;
** პროდუქციისთვის გამოყოფილი ადგილების კონტროლი;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2024 წლის 25 დეკემბრამდე, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 585 889339 ან 505 555207.
შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
|
|
|
|