Робота для біженців з України
ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Food Balls Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" არის ახალი კომპანია ინოვაციური, ორიგინალური პროდუქტებით.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d

თუ გინდა საკუთარ შესაძლებლობების რეალიზება შემოუერთდი ჩვენს გუნდს

კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მომზადებული შემოსული და გასული დოკუმენტაციის/კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, დახარისხება და ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესით, ელექტრონული არქივის წარმოება;
** ბრძანებების, მინდობილობების, ხელშეკრულებების დრაფტების შევსება/შემოწმება/შენახვა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის მართვა და პროგრამული შემოწმება;
** შვებულებების გრაფიკის მართვა, განცხადებების დახარისხება;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** დირექტორის, მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულებაზე კონტროლი.
** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
** თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა ხელფასის, ბონუსების, დაწინაურების და სხვა შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული და/ან ბიზნეს ადმინისტრირება);
** სასურველია HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (ms office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა; სამუშაო საათები: 10:00-19:00

ანაზღაურება: 1500₾ (net) ან მეტი კვალიფიკაციის მიხედვით
საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;

info@foodballs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე