Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტოაუდიტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი (მთავარი ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე);
** განათლება - ბაკალავრი;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა;
** ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა / მომხმარებლების ინფორმირება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან;
** კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
** მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (თანამდებობის შესაბამისად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისხარტე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე