Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=599013&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელიგენტ სოლუშენი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
"ინტელიგენტ სოლუშენი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი დანელიას N2
ხელზე ასაღები: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00, 1 საათი შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების, საკანცელარიო ნივთების და/ან ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
** კომპანიაში შემომავალი სატელეფონო ზარების პასუხი.
** ვიზიტორების დახვედრა, ადრესატამდე მიცილება და საჭიროების შემთხვევაში გამასპინძლება.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტის ონლაინ კალენდრის მართვა.
** კომპანიის თანამშრომლების მივლინებებისთვის ავია თუ სარკინიგზო ბილეთების მოძიება, სასტუმროს მოძიება და დაჯავშნა.
** ამანათების გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის/კურიერის გამოძახების უზრუნველყოფა და გაგზავნილი ამანათის მარშრუტის სტატუსის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.
** საჭიროების შემთხვევაში თარგმანის უზრუნველყოფა.
** დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, დახარისხება, შენახვა.
** გადახდების და მიღება-ჩაბარებების შედგენა/მართვას.
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთების და სხვადასხვა მარაგების (ყავა, ჩაი, წყალი და ა.შ.) კონტროლი და საჭიროებისამებრ მარაგის შევსება/განახლება.
** ოფისში სისუფთავის უზრუნველყოფა.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** სავალდებულოა ინგლისური ენის გამართულად და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** სავალდებულოა დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და მოქნილობა.
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, იყოს სერვისზე ორიენტირებული, თავაზიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: masho.elizbarashvili@isolution.ge არაუგვიანეს 2024 წლის 22 დეკემბრისა. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია