დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
მეამა
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"მეამა" თავისს გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე მეამა ქოლექთისთვის.
ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია. მეამა ქოლექთში ბარისტას პოზიციაზე გთავაზობთ სტუდენტებისთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლის და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობას.
მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.
ჩვენს მეგობრულ გუნდში ვეძებთ დღისა და ღამის ცვლის თანამშრომლებს, ცვლების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი:
** დღის ცვლები (ცვლები შეთანხმებით) - 07:00-13:00, 13:00-19:00, 17:00-23:00
** ღამის ცვლა - 23:00-07:00 (დღეგამოშვებით)
** ანაზღაურება: დილის ცვლების 1000 ლარი, ღამის ცვლის - 1000 ლარი.
** ფილიალის მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე 12 კილომეტრი
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.
კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
** მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი, ბარისტა - დილის ცვლა ან ბარისტა - ღამის ცვლა, თბილისი.
განაცხადის მიღების ვადა: 2024 წლის 20 დეკემბერი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|