Робота для біженців з України
ლაბორანტი-ქიმიკოსი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი-ქიმიკოსი
მომწოდებელი: ქართული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტი-ქიმიკოსის პოზიციაზე, ღვინის ქარხანაში არსებულ საწარმოო ლაბორატორიაში სამუშაოდ.

ადგილმდებარეობა: ქ. გორი, თამარ მეფის № 26.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00სთ.
ანაზღაურება: დეტალები კანდიდატთან გასაუბრებისას გახდება ცნობილი

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (მეღვინეობის) მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (მრეწველობის სფეროში): არა ნაკლებ 2-3 წელი;
** რუსული და ქართული ენების ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** დადგენილი ტექნოლოგიური რეჟიმის შესრულების კონტროლი ღვინის წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე;
** ლაბორატორიის ხელმძღვანელი მითითებების შესრულება;
** ცდების და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელება ღვინო მასალის, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით.
** ლაბორატორიის აღჭურვილობის და გახარჯული მასალების აღრიცხვა. შესაბამის ჟურნალების წარმოება.
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ანალიზი.
** ლაბორატორიის ინვენტარის, რეაქტივების სათანადო მდგომარეობაში შენახვა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com. აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე