დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Master Tools
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS"-ი, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
შპს "MASTER TOOLS"ი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
** შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.
** დეკლარაციებისა და ანგარიშგების წარდგენა.
** ინტერნეტ ბანკის მართვა, გადარიცხვების წარმოება
** საბანკო ოპერაციების ჩამოტვირთვა და გატარება საბუღალტრო პროგრამაში.
** ძირითადი საშუალებების გატარება, ცვეთის დარიცხვა;
** ნაშთების კონტროლი დებიტორ /კრედიტორებთან;
** ხელფასების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამოწერა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: სრულად, შაბათი ნახევარი განაკვეთი
მის.: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა 26.
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია თურქული ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ხელფასი: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ.: 595 56 44 66
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|