Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=598906&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოასისტანსი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
სამედიცინო კომპანია "ჯეოასისტანსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00 სთ ან 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ
სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** სამედიცინო შემთხვევის მიღება და დარეგისტრირება
** პაციენტთან კომუნიკაცია
** სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაცია
** სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა და მომწოდებელთან გაგზავნა ინგლისურ ენაზე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია - ზოგადი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო სფეროში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და შემთხვევების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელმისამართზე: K.grdzelidze@geoassistance.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია