დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ნოვა
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
** განახორციელოს გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი (ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ- დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება / გაუქმება);
** აღრიცხოს კომპანიის დებიტორ-კრედიტორები;
** გააკონტროლოს სამეურნეო მოვლენების კანონიერება და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
** გააკონტროლოს ტვირთების მოძრაობის დროს თანდართული დოკუმენტაციის სისწორე და განახორციელოს კორექტირებები (საჭიროების შემთხვევაში);
** განახორციელოს სატრანსპორტო კომპანიების მიერ გადაზიდვის პროცესში დოკუმენტების კონტროლი (ხელშეკრულება, ინვოისი);
** უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში დაგეგმილ ინვენტარიზაციის პროცესში, განახორციელოს შედარებები, სხვა საკონტროლო ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ფირმას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა მითითებები. უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით.
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
სხვა მოთხოვნები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პედანტურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.
** სამუშაო გრაფიკი - სრული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 დეკემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამხმარე ბუღალტერი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|
|
|
|