დასახელება:
შიდა კურიერი
|
მომწოდებელი:
Dressup Group
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
** ავტომობილის იჯარა (ცვეთის ხარჯი) - 250 ლარი ყოველთვიურად;
** საწვავით უზრუნველყოფა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** Dressup.ge-ზე, ონლაინ გაყიდული პროდუქციის მაღაზიებიდან სერვის ცენტრში მიტანის უზრუნველყოფა;
** საკანცელარიო და სხვადასხვა ტიპის მასალების/დოკუმენტების კომპანიის მასშტაბით (მაღაზიები, ოფისი) მიტანისა და გადანაწილების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საკურიერო საქმეებზე გადაადგილება ხელმძღვანელის მითითებით;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** სასურველია კურიერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "შიდა კურიერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|