Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=598881&print=yes&view=jobs
 
არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
სამუშაო ლოკაცია: ისანი, ნავთლუღის ქუჩა #39/41
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობებია:

** შესყიდვის ინიციატორი სტრუქტურული ერთეულისგან მიღებული მოთხოვნის განხილვა, ანალიზი.
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, ანალიზი, მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება. საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული არხების მოძიება.
** მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება.
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერის სრული პროცესის მართვა.
** შესყიდვების ვადებისა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი.
** არაკომერციულ შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა და შეთანხმებული პირობების დაცვის კონტროლი.
** არაკომერციულ შესყიდვებთან დაკავშირებული გადარიცხვების შეთანხმებულ/გაფორმებულ ხელშეკრულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლი.
ლოგისტიკური კომპანიის მოძიება, მათთან თანამშრომლობა და ტრანსპორტირების პირობების და რეგულაციების შეთანხმება; დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და მოწოდებული დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი.
** განბაჟების პროცედურის სრული ციკლის მართვა.
** არაკომერციული მარაგების კონტროლი.
** წლის ჭრილში ტენდერების კალენდრის მომზადება.
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა.
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების მართვის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მოლაპარაკებების წარმოება
** პროცესის მართვა/კოორდინაცია

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 06 დეკემბერი, 2024 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია