დასახელება:
კონდიტერი
|
მომწოდებელი:
კომბინატი
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
რესტორნების ქსელი "კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე - ევროპული საკონდიტრო ნაწარმის მიმართულებით.
ვაკანსია გულისხმობს კომპანიის საკუთრებაში არსებულ წარმოებაში კონდიტერის ვაკანსიაზე დასაქმებას, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.
მისამართი - თბილისი, გორგასლის 41 ნ
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / დღეში 8 საათი
საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ევროპული დესერტების წარმოება.
** მარაგების მომზადება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
** არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: zura@mtkvari.geroup წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("კონდიტერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 599 66 55 66
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|