დასახელება:
დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
რუსთავოილი
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
სს "რუსთავოილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
** ქარხნის შენობების და ტერიტორიის დაცვა
** ცვლაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიის დათვალიერება, საკეტების შემოწმება, სამეთვალყურეო კამერების, განათების, ხელის რადიოსადგურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მორიგეობის ჩაბარება, სათანადო ჩანაწერის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში ჩანაწერის გაკეთება, ამის შესახებ მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** განუწყვეტლივ ახდენდეს მონიტორინგს დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე, ყურადღებით აკონტროლოს პერიმეტრი, ელექტროდამცავი და სამეთვალყურეო კამერების მუშაობა
** დაიცვას მასზე მინდობილი ობიექტის ქონება დაზიანების, ძარცვისა და ხანძრისაგან, პერიოდულად, არაუგვიანეს 2 საათში ერთხელ, გააკეთოს შემოვლები ობიექტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ღამის საათებში
** აღკვეთოს ობიექტის შინაგანაწესის ნებისმიერი დარღვევა, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა ტერიტორიაზე, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტის ტერიტორიაზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა-გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე
** სამუშაო საათების დამთავრებისას მოახდინოს ობიექტის ტერიტორიის დათვალიერება ელექტროგანათების სრული გამორთვით
** ფანჯრების, კარების, ან საკეტების დაზიანების ან ობიექტის ტერიტორიაზე უცხო პირის შეღწევისას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას და პოლიციას, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიიღოს ზომები დასაცავ ობიექტზე შეღწეული პირის დასაკავებლად
** ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ობიექტის ტერიტორიაზე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას, სახანძრო სამსახურს, პოლიციას
** უსაფრთხოების მიზნით ობიექტის გარე და შიდა განათების მუშაობისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად
** მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრისა და აალების შემთხვევებს
** პროდუქციის გატანამდე დაცვის თანამშრომელი ვალდებულია აწონოს პროდუქცია და აღნიშნოს/აღრიცხოს შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** დასაქმების ადგილი: რუსთავი
** ცვლადი გრაფიკი, 24 საათიანი, 4 დღეში ერთხელ.
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavoil.com
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://rustavoil.com.ge/
|
|
|
|