Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=598739&print=yes&view=jobs
 
მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მთავარი ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მოსალოდნელი რისკების ანალიზი;
** სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე მშენებლობებზე ტექნიკურ-საზედამხედველო კონტროლის სისტემის ორგანიზება;
** მშენებლობის ზედამხედველების მიერ შედგენილი და წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება პროექტთან შესაბამისობის მიზნით, აღრიცხვა და შენახვა;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან;
** ფორმა 2-ში წარმოდგენილი მოცულობებისა და სამუშაოების გადამოწმება და დადასტურება;
** ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების და Autocad ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ინჟინერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია