Робота для біженців з України
დასუფთავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Brosse Garden
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
სასტუმრო "Brosse Garden"-ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე.

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობის დასუფთავება კორპორაციული სტანდარტების დაცვით;
** პერსონალის ტრენინგების ორგანიზება, თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და დრესკოდის შესაბამისად ჩაცმულობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** მენეჯმენტისთვის განახლებული ანგარიშების წარმოება (თეთრეულის მარაგის, ოთახის პროდუქტების, საწმენდი საშუალებების, თანამშრომლების განრიგის და ა.შ.
** სტუმრებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების, საწმენდი საშუალებების, თეთრეულისა და ა.შ კონტროლი.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: brosse.garden.info@gmail.com.

მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა 6/8 (ოპერის უკან). გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე