დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ზოოჰაბი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი", რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში დაწინაურების პერსპექტივით.
დღეისათვის "ზოოჰაბის" 11 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით.
თვალი გვადევნეთ: https://www.facebook.com/zoohub/
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა
** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
** RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
** გრაფიკი - 10:00-17:00 საათამდე
** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|