Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ტიფლის პალასი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და სტრატეგიული მართვა;
** საქმიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება;
** ახალი პროცესებისა და სტანდარტების დანერგვა ეფექტურობის გასაზრდელად;
** ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების ოპტიმალური განაწილება;
** ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი;
** თანამშრომლების კოორდინაცია, მათი მოვალეობების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** ოპერაციების შიდა და გარე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,
** ხარისხის მართვა და აუდიტის პროცედურების დანერგვა;
** მუდმივი კომუნიკაცია კომპანიაში სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება ან დაკავშირებული სფერო);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " ოპერაციების მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე