დასახელება:
ტურების გაყიდვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Izzy Travel
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"Izzy Travel" არის ონლაინ ტუროპერატორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მოგზაურობის ფართო არჩევანს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვმუშაობთ 100%-ით დისტანციურად, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ ჩვენი მომხმარებლები გლობალურ ტურისტულ შესაძლებლობებთან, მოქნილი და თანამედროვე მიდგომით.
"Izzy Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურების გაყიდვის ოპერატორის პოზიციაზე დისტანციური მუშაობისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ტურისტული პაკეტების აწყობა და სოციალურ ქსელში (Instagram, Facebook, TikTok) ატვირთვა.
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება.
** მომხმარებლისთვის სხვადასხვა ტურისტული პაკეტების შეთავაზება.
** სოციალურ ქსელში მუდმივი აქტიურობა: პოსტების, სთორიების და ვიდეოების განთავსება.
** გაყიდვების პროცესის მართვა და კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
** B2 ან უფრო მაღალი დონის ინგლისური ენის ცოდნა (მეტადრე სალაპარაკო და წერითი უნარების მიმართულებით).
** ტურისტულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად.
** სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა და კრეატიული კონტენტის შექმნის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული (Remote).
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + გაყიდული ტურების პროცენტი.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: izzytravelgeo@gmail.com
|
|
|
|