Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N28;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

კანცელარია:

** შემოსული და გასული წერილები
** მიღება ელექტრონულად და მატერიალურად
** ნომრის მინიჭება
** ინფორმაციის შეტანა ელ. მონაცემთა ბაზაში
** დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა
** ელ./მატერიალური მასალის დაარქივება
** კომუნიკაცია ფოსტის წარმომდგენელთან
** ვიზიტორების მიღება, მათი საჭიროების დადგენა და შესაბამის პირთან გადამისამართება.
** თანამშრომლების მერ მოთხოვნილი სამეურნეო-საკანცელარიო ნივთების შეძენა-მიწოდების დაორგანიზება
** საკანცელარიო და ჰიგიენური ინვენტარის თვის მარაგის განსაზღვრა
თვის განსაზღვრულ თარიღში შეკვეთა
** შეკვეთის ადგილზე მიღება-ჩაბარება;
** მარაგის გადანაწილება
** შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული კომპანიის ინვენტარის ყურადღების მიქცევა.
** ოფისში სისუფთავის უზრუნველყოფა დიასახლისის მეშვეობით.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი"

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
** ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე