დასახელება:
დიასახლისი-ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
Communal Company
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისი-ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოსა და რესტორნის სივრცის დალაგება
** სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ნაგვისა და სამზარეულოს ნარჩენების გატანა
** ჭურჭლის რეცხვა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალურობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქიმიურ ხსნარებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული
** ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი - თბილისი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|