Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Mosaics
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
კომპანია "Mosaics" არის ევროპული პრემიუმ ბრენდების შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობი მასალების ფართო ასორტიმენტს (კერამიკული ფილა, სანტექნიკა, პარკეტი, რადიატორები და სხვა).

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სამუშაო საათები 10:00-19:00, სამუშაო დღეები 5 დღე კვირაში
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, მიზნობრივი კატეგორიებისა და კონკურენტების შესწავლა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
** სააგენტოებთან (მათ შორის მედია საშუალებები, ბეჭდური მედია და ა.შ) ურთიერთობა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
** ციფრული არხებისთვის სტრატეგიის შემუშავება, კონტენტის შექმნა და მართვა;
** სხვადასხვა რეპორტების წარმოება, ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პერიოდული კამპანიების დაგეგმვა;
** საიმიჯო ატრიბუტების და მასალების (POS) დამზადება, სტამბებთან და წარმოებებთან ურთიერთობა;
** კორპორატიული ბრენდირებული პროდუქციის საკითხების მართვა;
** ფოტო და ვიდეო გადაღების PR/ღონისძიებების დაგეგმვა;
** ვებგვერდის საკითხების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სოციალური მედიის ინსტრუმენტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიახლეებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hello@mosaics.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე