დასახელება:
ფსიქოლოგი, IT სპეციალისტი, მძღოლი
|
მომწოდებელი:
იტალიური სკოლა
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
იტალიური სკოლა აცხადებს ვაკანსიებს:
1. ფსიქოლოგი ფსიქოლოგთა გუნდში
ფსიქოლოგის სამსახური ზრუნავს სკოლაში ჯანსაღი, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე.
წევრს აქვს შემდეგი კომპეტენციები:
** მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კომუნიკაცია - გადაუდებელი ინტერვენციები, კონსულტაციები და მოსწავლეთა ფსიქოემოციურ განვითარებაზე ორიენტირებული მუშაობა.
** მოსწავლეებსა და კლასებზე დაკვირვება შესაძლო სირთულეების გამოკვეთისა და პროაქტიული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით
** პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან მუშაობა მოსალოდნელი საერთო სირთულეების, რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსწავლეების გამოვლენისა და გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავების მიზნით. ასევე ქცევის მართვისა თუ სხვა ფსიქოლოგის კომპეტენციაში მოქცეულ საკითხებზე ტრენინგების მომზადება, რესურსების გაზიარება.
** მშობლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კომუნიკაცია - ცალკეული მოსწავლის სირთულეების გაცნობა, პირველადი რეკომენდაციების გაცემა, ამასთან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მშობლებთან მათთვის საინტერესო თემებზე. ამავე საკითხებზე სკოლის ვებ გვერდზე განსათავსებლად ბლოგ-პოსტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით.
** სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება.
2. IT სპეციალისტი - კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი:
** მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციით;
** სკოლაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
3. მიკროავტობუსის მძღოლი.
მოსწავლეთა ტრანსპორტირება, გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები და სხვა). სკოლას ჰყავს თავისი საკუთარი მიკროავტობუსი.
ხელფასი - 1000 ლარი. (გასვლითი ღონისძიებების ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით).
info@italianschool.ge
|
|
|
|