Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, უმაღლესი სამედიცინო განათლების - მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი სტანდარტების მიხედვით;
** სოციალურ მედიაში დაფიქსირებული და კლინიკის მეილზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმებთან.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 21.12.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე