დასახელება:
არქივის კურიერი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქივის კურიერის თანამდებობებზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** ამბულატორიული ბარათების მოწესრიგება, დახარისხება, დალაგება;
** პაციენტების ანკეტების მიწოდება/გამოტანა კაბინეტებიდან;
** ამბულატორიული ბარათების არსებობა-არარსებობის სატელეფონოდ გადამოწმება;
** ძველი ანკეტების დაარქივება და არქივში ჩატანა/ჩალაგება.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 21.12.2023-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|