დასახელება:
წარმოების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
elplus.ge
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქარხანაში წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა პროგრამა 1C_ში.
** შიდა გადაზიდვებისა და რეალიზაციის დოკუმენტების დაწერა პროგრამა 1C _ში და ატვირთვა rs.ge_ზე.
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
** სახარჯი მასალების კონტროლი, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების გაკეთება და პროგრამული ჩამოწერების წარმოება.
** ადგილობრივი შესყიდვების შეკვეთის განთავსება, შესყიდული ნედლეულის პროგრამული მიღება/კონტროლი.
** პერიოდული ინვენტარიზაციის კურირება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა 1C მუშაობის გამოცდილება;
** ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, მათემატიკური უნარები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel) საფუძვლიანი ცოდნა.
უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით განხილვადია)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ- 18:00 სთ-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|