დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ibis Styles Old Tbilisi" Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.
სასტუმროს გახსნის თარიღია 2024 წლის დეკემბერი
მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39
სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ტერიტორიაზე არაავტორიზებული წვდომის პრევენცია და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.
** სასტუმროს ტერიტორიის რეგულარული პატრულირება
** დაუყოვნებლივ რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე, სიგნალებსა და დარღვევებზე.
** სტუმრებისა და პერსონალის დახმარება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
** ინციდენტების დეტალური ანგარიშებისა და ჟურნალების წარმოება.
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ სამუშაო აღწერილობასთან უშუალო კავშირში მყოფი სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** კარგი დაკვირვებისა და კომუნიკაციის უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებისა და სწრაფი მოქმედების უნარი;
** პროფესიონალური ქცევა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მზადყოფნა სხვადასხვა გრაფიკით, მათ შორის ღამისა და შაბათ-კვირის ცვლებზე მუშაობისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელმისამართზე: hb9k7-hr@accor.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|