დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში წარმოების მიმართულებით!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს
გამოგზავნას!
სტაჟირებაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** Excel-ის საშუალო დონის ტესტირება;
** ზოგადი უნარების ტესტირება;
** გასაუბრება.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შეისწავლო:
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** რეალიზაციებთან დაკავშირებული ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** პროდუქციის ჭრილში მიმდინარე ფასდაკლებისა და დღის შეთავაზებების პროგრამული
უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესების ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება.
პირობები:
** სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #133
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული განაკვეთი
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
** სტაჟირების ანაზღაურება: 700 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება 20 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|