დასახელება:
აღწერის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებებით შემოწმება;
** სალაროზე არსებული ნაღდი ფულადი სახსრების შემოწმება და შედარება პროგრამულ მონაცემთან;
** მაღაზიაში არესბული ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის აღწერა.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წელი აუცილებელია აღწერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
** 1C.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე!
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (აღწერის ოფიცერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|