დასახელება:
გაზგასამართი სადგურის მთავარი ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
ნეოგაზი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას გაზგასამართი სადგურის მთავარი ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ლოკაცია: ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადგურის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპრესორების და ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი/ზედამხედველობა;
** სადგურზე არსებული ტექნოლოგიური დანადგარების დაზიანებისა ან გაუმართაობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით;
** დანაკარგების კონტროლი.
** რეალიზაციის გაზრდის მიზნით არსებული და პოტენციური კონკურენტების საქმიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოძიება (სარეალიზაციო ფასი, დამატებითი მარკეტინგული აქციები და ა.შ.) და კომერციულ სამსახურთან კოორდინაციაში პოტენციური კლიენტის მოძიება;
** მომსახურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი/ზედამხედველობა;
** შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** დასაქმებული პერსონალის (გამმართველები, ცვლის უფროსები, დამლაგებელი) დასწრების და მათი ჩაცმულობის კონტროლი (უნიფორმა, ბეიჯები);
** თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური ზომის შეფარდების ინიცირება;
** სადგურის მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური
კვალიფიკაცია:
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობისთვის საჭირო საბაზისო უნარების ფლობა.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** გარე და შიდა კომუნიკაციის უნარი;
** კადრის შეფასების და მოტივირების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
** მუშაობს გაზგასამართ სადგურზე
** ოფიციალური სამუშაო კვირა არის სტანდარტული - კვირაში ხუთი სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 9:30სთ-18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** მეგობრულ გუნდს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|