Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=597454&print=yes&view=jobs
 
საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თსა-ს საგამოცდო ცენტრის პოლიტიკის და პროცედურების დაცვა;
** გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ცენტრის მომზადება;
** საგამოცდო პროცესის დაკვირვება;
** საგამოცდო ცენტრში წარმოქმნილი ხარვეზების აღრიცხვა და შესაბამის პირთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენა (B2);

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2024 წლის 25 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია