Робота для біженців з України
ჰიპერმარკეტის მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიპერმარკეტის მტვირთავი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის მტვირთავის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი,
ანაზღაურება: 900 ლარი
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 40 სამუშაო საათი

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** საქონლის მიღება-გაცემის ორგანიზება პროცედურის მიხედვით;
** მიღებული (გასაცემი) საქონლის მომზადება/დახარისხება და სატრანზიტო ადგილზე გადატანა;
** შემოსული (გასაცემი) პროდუქციის მიმღებ (გასაცემ) ტერიტორიაზე განლაგება სტანდარტების შესაბამისად

შენგან ჩვენ გვჭირდება:

ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;

ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ფიზიკური უნარები;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.

მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე