Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=597435&print=yes&view=jobs
 
პრესელერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://WWW.ORBITA.GE

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
** კომპანიის სასარგებლოდ უძრავი ან მოძრავი ქონების გირავნობით ან იპოთეკით უზრუნველყოფა.

ხელფასი:

** სახელფასო ბიუჯეტი: 2800 ლარი.
** ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1200 ლარი + ბონუსი.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: m.makharadze@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრესელერი გორში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: მიხეილ მახარაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია