დასახელება:
გერმანულ-ინგლისურენოვანი საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Meet in Georgia
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
ტურისტული კომპანია "მით ინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გერმანულ-ინგლისურენოვანი საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.
"მით ინ ჯორჯია" არის შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც ემსახურება უცხოელ ტურისტებს საქართველოში. კომპანიას აქვს 10 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული განხრით, სასურველია ტურიზმის ან უცხო ენების სპეციალობით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა, კითხვა და საუბარი);
** გერმანული ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე (გამართული წერა, კითხვა და საუბარი); უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, ვინც ასევე დამატებით ფლობს ინგლისურ ენასაც;
** საოფისე პროგრამების და საქმიანი მიმოწერის საფუძვლების ცოდნა, ინფორმაციის მოძიების და შესაბამის პროგრამაში ასახვის უნარი;
** მენეჯერული და პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად დასახვა, დროის ეფექტური განაწილება, ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება და სიზუსტე ინფორმაციის გადაცემა-ასახვისას, კოორდინირებული მუშაობა სხვა თანამშრომლებთან, პასუხისმგებლობის გაცნობიერება, საქმისადმი ერთგულება, კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** სასურველია ასევე კანდიდატს ჰქონდეს სიახლეების მიმართ მიმღებლობა, იყოს ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საქართველოში მოგზაურობის და/ან საზღვარგარეთ მოგზაურობა/ცხოვრების გამოცდილება;
** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შესვენება 13:00-14:00 სთ.
საოპერაციო მენეჯერის მოვალეობები:
** გაყიდვების მენეჯერის მიერ გაყიდული ტურის პროგრამის დეტალური გაწერა (გერმანული, ინგლისური);
** ტურის პროგრამით გათვალისწინებული სუბიექტების თუ ობიექტების დაჯავშნა (მაგ. რესტორანი, მუზეუმი, მარანი თუ სხვა, გარდა სასტუმროსი), მომსახურების მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება და შესაბამის პროგრამაში ელექტრონულად ასახვა;
** დამკვეთისთვის, გიდისთვის, მძღოლისთვის თუ ოფისის თანამშრომლისთვის საჭირო საბუთების და ინფორმაციის გამზადება-გატანა აღნიშნული ტურის გარშემო;
** ტურის მსვლელობისას წარმოჩენილი პრობლემების მოგვარება, ტურისტებთან, გიდთან, მძღოლთან თუ ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია საჭიროების მიხედვით;
** ტურის დასრულების შემდეგ უკუკავშირი;
** ახალი ტურისტული ობიექტების მოძიება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ასევე არსებული ინფორმაციის განახლება;
** საოპერაციო პროცესზე პასუხისმგებლობის აღება და სრულყოფაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებულ ოფისში (გიორგი ათონელის ქუჩა N 23), მარტივად მისადგომი ქალაქის სხვადასხვა უბნიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო გასვლით აქტივობებს საქართველოს მასშტაბით კონტაქტების დამყარების და ობიექტების შესწავლის მიზნით;
** პერიოდულად დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობას;
** ანაზღაურებად 24 დღე შვებულებას წლის განმავლობაში;
** ყოველთვიურ ხელფასს ხელზე ასაღები 1500 ლარი (ქართულ-გერმანულ-ინგლისურენოვანი), ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელფასი 1000 ლარი;
** წლიურ ბონუსს შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სტუმართა კმაყოფილების მიხედვით.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მეილზე: info@meetingeorgia.ge ამა წლის 15 დეკემბრამდე. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ "ვაკანსია - საოპერაციო მენეჯერი".
|
|
|
|