Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=597367&print=yes&view=jobs
 
დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: დირექტორის მოადგილე-ტექნიკურ საკითხებში
ადგილმდებარეობა: თბილისი (ფონიჭალა)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 6000-7000 ლარი + კვარტალური ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული დეპარტამენტების განვითარების პროცესების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
** კომპანიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან დეპარტამენტის ფარგლებში სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შემუშავებისა და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
** თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსური, ბიზნესის მენეჯმენტის, ან ტექნიკური მიმართულებით მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, საოპერაციო და ფინანსური მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word,).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციურის უნარი;
** ლიდერული უნარები: თანამშრომლების მოტივირება, ჯანსაღი გარემოს შექმნა, პროცესების მართვის უნარები;
** ორგანიზაციული უნარები;
** პროცესების კონტროლის და შესაბამისი რეპორტინგის უნარები;
** მომავლის ხედვის, განვითარების იდეების გენერირების, ახლებური აზროვნების, სიახლეების მოძიების, კონცეფციების წერის, შესაბამისი გეგმების წერის უნარები.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის მოადგილე".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია