Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სასტუმრო "Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის (Costcontroller) პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

დეპარტამენტი: ფინანსური
უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დირექტორი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში
** ხარჯების კონტროლში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel

ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებლობა კომპანიის, როგორც სურსათისა და სასმელების ინვენტარიზაციაში, ასევე საწყობის სხვა მარაგების მართვაში, რათა ხელმძღვანელობას მიეწოდოს ზუსტი და დროული საოპერაციო ხარჯების ანგარიშები
** კოორდინაცია ხარჯების შემცირებასა და კონტროლზე
** პროგრამა Fina-ს ყოველდღიური კონტროლი, მისი გაუმართაობით გამოწვეული დანაკარგების გამორიცხვის მიზნით
** შეუსაბამობისა და დარღვევების არსებობისას რეკომენდაციის გაწევა და მაკორექტირებელი მოქმედების გატარება
** ზედამხედველობა მალფუჭებადი ნივთიერების დღიურ მარაგზე, საკვებზე, სასმელების მარაგების ყოველთვიურ ინვენტარიზაციაზე და მოქმედი აღჭურვილობის კვარტალური მარაგის დათვლაზე
** თვის ბოლოს ყველა ხარჯის ანგარიშის ანალიზი და დახურვის ყველა პროცედურის შემოწმება
** პასუხისმგებლობა საკვებისა და სასმლის სავარაუდო პოტენციური ხარჯების განხორციელებასა და შემდგომ დაკვირვებაზე
ინვოისების ანალიზი
** ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება
** მენიუს პროდუქტების ფასების ყველა სხვა კონკურენტ სასტუმროსთან პერიოდული შედარება და ანალიზი
** საწყობის ყველა ნივთის მარაგის შექმნა და შენახვა საოპერაციო აღჭურვილობის ჩათვლით
** სურსათის, სასმელების, მასალებისა და მარაგების შესყიდვის მოთხოვნის, პირობების, ფასებისა და მარაგის დონის კვლევა და ანალიზი
** კოორდინაცია შესყიდვების დეპარტამენტთან პროდუქციის მიწოდების მიღებისა და შენახვის პროცედურების შესახებ

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე