დასახელება:
იურისტის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
პრობლემური აქტივების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
კომპანიის საქმიანობის სფეროა ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება და სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.
აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ შრომისმოყვარე ახალგაზრდებს იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** ვერბალური კომუნიკაცია;
** გამართული წერა და მეტყველება;
** საქართველოს სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციურად გაწონასწორებული;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
მოვალეობები:
** საქმის მომზადება სასარჩელო ეტაპისთვის;
** სარჩელების მომზადება;
** მოპასუხეებთან მოლაპარაკება, შეხვედრა;
** იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულება;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
ვაკანტური ადგილი: 1
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირება: 2 კვირა
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულებას კანდიდატი შეძლებს მხოლოდ მათი ეფექტურად სწავლის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: legal@pamagency.ge.
საბჯექტის (სათაურის) ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|