დასახელება:
IT მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დრესაპ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:30-18:30 სთ ან 10:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება);
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
კომპანიის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში საინფორმაციო სისტემებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (ფიზიკური თუ პროგრამული) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიათა ქსელსა და ოფისში არსებული კომპიუტერების, ქსელური მოწყობილობების, კამერების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახალი ობიექტის გახსნის სრული ტექნიკური მხარდაჭერა (კამერები, ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ა.შ.);
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია;
** კომპანიის თანამშრომლების პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საქმიანობის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროცესების გამართულად მუშაობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** აუცილებელია ქსელის, Windows ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ცოდნა;
** DNS, Mail სისტემების ზოგადი ცოდნა;
** ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვის ცოდნა;
** სასურველია Active Directory, DirectAdmin და Kerio Firewall-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საქმის პარალელურად კეთების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდურობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "IT მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|