Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომუნალ ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმართვა: პირველადი დოკუმენტების მიხედვით ოპერაციების შესრულება ბუღალტრულ პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** სამივლინებო დოკუმენტაციების მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
** მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში, გადარიცხვის დავალებების მომზადება ბანკის ელექტრონულ გვერდზე;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტო ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა (გადაფასების ოპერაციების შესრულება).
** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
** კომპანიის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება მისი კომპეტენციის ფარგლებში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე (Excel, Word) და ბუღალტრული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** გასაუბრება
** პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

** წერითი დვალება: ხანგრძლივობა: 40-50 წუთი
** წერითი დავალების თემა: თეორიული/პრაქტიკული ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე