დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ დიასახლისს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ოფისის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოფისში სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საწმენდი საშუალებების აღრიცხვა, კონტროლი და შეკვეთის დროულად მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 4 საათიანი სამუშაო განაკვეთი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|