Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი, მუშა-მერჩენი - ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, მუშა-მერჩენი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიებს ზუგდიდის ფილიალში (სოფელი ჭითაწყარი)

მოლარე-კონსულტანტის სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00/15:00-24:00
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება-არ არის სავალდებულო
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

მუშა-მერჩენის სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: 800 ₾

მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება ნორმების დაცვით
** საწყობიდან პროდუქციის დარბაზში გამოტანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე სასურველია
** უნარ-ჩვევები - დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი.

(გთხოვთ გაითვალისწინეთ: კანონის თანახმად, კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, 18-27 წლის ასაკის მამაკაცებისათვის, სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ან გათავისუფლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა)

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: https://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ასევე ადგილმდებარეობაც).

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე