დასახელება:
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
|
მომწოდებელი:
ბისკვიტმაისტერი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
ქართული ორცხობილების მწარმოებელი კომპანია "ბისკვიტმაისტერი" (ლიბე, ნოში) ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ქართულ ორცხობილებს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ორცხობილას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
მდებარეობა: თბილისი, სამგორის რაიონი, გრ. ლორთქიფანიძის (კაიროს) ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი საშუალოდ (ფიქსირებული+ბონუსი)
სავალდებულოა: საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
მოვალეობები:
** შეკვეთების აღება/გაფორმება დამუშავება
** სავაჭრო ობიექტებში ნაშთების ოპერატიული ანალიზი
** ობიექტების დავალიანების კონტროლი და თანხის დროული ამოღება
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია
საჭირო უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინიციატივის გამოვლენის უნარი
შერჩევის ფორმა:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nik.zurashvili@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 551 60 23 05
|
|
|
|