Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"PayBox" საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

"PayBox" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** საწყობებში მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესების მართვა;
** მიმართულებების შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიის სხვა დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა.

მნიშვნელოვანია: სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** მოქნილობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე