დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია მრავალპროფილური პორტფელით. "SMG" (Safety Management Group) დაარსდა 2019 წელს და დღეს ჩვენ 500-მდე პარტნიორის ნდობით ვსარგებლობთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ პარტნიორებს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის, ავამაღლოთ ცნობიერება კომპანიებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.
"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში ბონუსი ყოველ მოზიდულ კლიენტზე (ყოველთვიური მომსახურების ღირებულების 25% (ერთჯერადად); ხოლო ერთჯერადად, პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში ბონუსი 5 %.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიებში და ობიექტებზე ადგილზე მისვლა და პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების ჩანიშვნა, პოტენციურ კლიენტებთან
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარე გაყიდვების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას სერვისის გაყიდვების მიმართულებით;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება: 595 567 143.
კომპანია გთავაზობთ
** ულიმიტო სატელეფონო სერვისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირების ანაზღაურებას
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "გარე გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|