დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
კლინიკა ნიუმედი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კლინიკა "ნიუმედი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარიჯანის N 4 (ვაჟა -ფშაველას ძეგლთან).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-14:30-მდე და 14:30-დან 20:00-მდე, შაბათი 09:00-17:00 მდე (ყოველი მეორე შაბათი).
ანაზღაურება: 750 ლარი ხელზე ასაღები.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: info@newmed.ge.
|
|
|
|